4 votes
comments
shares
Save
კორონავირუსის დაინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან
40 reads
Mediamall
Tbilisi · 4 months ago

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც იმანძე აღნიშნავს, საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ემზადება.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისვე ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციეტებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოში - „ჰეოჰოსპიტალსში“ იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. ასევე გამოკვლეულია „ჯეოსპიტალსის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი ყველანი უარყოფითები არიან. ტესტირება ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა იმნაძემ.

#covid19 #coronavirus #stopcovid19
Mediamall
Tbilisi · 4 months ago
4
Write a comment