ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მრევლს მიმართავს

0
ეპისკოპოსი მიმართვას ესაია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით იწყებს: „მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“( ესაია 26 – 20 ) ეპისკოპოსი მრევლს ერთმანეთზე ზრუნვას და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. „მინდა შეგახსენოთ და მოგიწოდოთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ (21.03.2020) და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა ის რეგულაცია“. ეპისკოპოსი ლაზარეს თქმით, ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, მლოცველებსა და მრევლს სახლშიც მიაღებინონ ზიარება. „- ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის. - ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს. - მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა.
#ეკლესია
#ბორჯომბაკურიანისეპარქია
#ეპისკოპოსილაზარე
.
#borjomi
0