ზაურ დურგალს საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება - მეუფე გიორგი

0
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მოუწოდა მრევლს, ხმა არ მისცენ "ქართული ოცნების" კანდიდატს რომელიც არამარტო მარნეულში იყრის კენჭს მაჟორიტარად, არამედ გარდაბანშიც. მეუფე გიორგი აცხადებს, რომ ზაურ დურგალს საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება. “გუშინ გარეჯი ჩვენ ჩაგვიკეტეს წაგვართვეს და ვინც ჩვენ გარეჯი წაგვართვა, თავის დროზე მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, დღეს მისი ძეგლი პატივით შეამკეს და მერე, ვინც ეს გააკეთა ის პარლამენტში უნდა დაჯდეს… სირცხვილი თქვენ, სირცხვილი იმ ქართველს, იმ ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ვინც ამ პროვოკატორს, რომელმაც მოაწყო უდიდესი პროვოკაცია ჩვენს რაიონში, გვერდში დაუდგება, ვისაც ესმის ჩემი ხმა დაე გაიგონონ, ვისაც არ უნდა გაგონება ესეთნი არიან უგულისხმონი. ერი, რომელიც თავისუფლებასა და პურს შორის აირჩევს პურს, ის დაკარგავს პურსაც და თავისუფლებასაც… ხელს შევუშლით პირდაპირ ვიძახი, მსტოვრებს და ეროვნული ინტერესების მოღალატეებს არაფერი ესაქმებათ საკანონმდებლო ორგანოში” – განაცხადა მეუფე გიორგიმ. ცნობისთვის, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია.
#მარნეული
#ზაურდარგალი
#MarneuliDaily
წყარო : ალილო მარნეულში
#ახალიამბები
0