რამდენი მილიონი ლარია აკუმულირებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში?

0
ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCoV ფონდში დღეისათვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია აკუმულირებული და აქტივობა საკმაოდ მაღალია. „კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესის, საზოგადოების და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. დარწუნებული ვართ, ამ ერთიანობით აუცილებლად გავუმკლავდებით covid 19-ს“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში ახალი პლატფორმა, StopCov ფონდი შეიქმნა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს საკუთარი კონტრიბუცია შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. კომპანიების ნაწილმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. მაგალითად, კომპანია , , მაგთიკომმა” ფონდში 3 მილიონი გადარიცხა. ფონდში თანხის შეტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქესაც.
#stopcovფონდი
#ბიზნესომბუდსმენი
#კორონავირუსი
#ბიზნესი
#tbilisidaily
0