ამ დროისთვის TBC ბანკში 1 დოლარი 3,51 ლარი ღირს, ხოლო "საქართველოს ბანკში" კი 3,5 ლარი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139734 საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის TBC ბანკში 1 დოლარი 3, 51 ლარი ღირს, ხოლო "საქართველოს ბანკში" კი 3, 5 ლარი. ეროვნული ვალუტა უფასურდება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. აქ ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 3, 43 ლარია. ლარმა ორშაბათს გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა, ერთი დოლარის ღირებულებამ 3, 23 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3, 45 ლარი შეადგინა. ლარის გაუფასურება ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაიწყო. ბოლო კვირებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეს, 15 მარტს გამყარდა.
0