http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139735
ჩვენ გუშინვე ყველა ადამიანი შევამოწმეთ, ვისთანაც ქალბატონს ჰქონდა შეხება, კორონავირუსის სიმპოტმი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა - მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ინფორმაციით, ადამიანებს, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ ქალბატონთან კონტაქტი ჰქონდა, ვირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ დეპუტატმა „საქმიან დილაში" განაცხადა.
„ჩვენ გუშინვე ყველა ადამიანი შევამოწმეთ, ვისთანაც ქალბატონს ჰქონდა შეხება, კორონავირუსის სიმპოტმი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება მათ ამჟამინდელ მდგომარეობას, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და თვითიზოლაციაში არიან. ექიმებს კი, მათთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. ამის პარალელურად მოწმდება მთლიანად მარნეულის მოსახლეობა და ეს ეტაპობრივად, 2-3 დღეში დასრულებული იქნება", - განაცხადა ნავერიანმა.