ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები დილიდან მარნეულის მოსახლეობას ინტენსიურად ამოწმებენ
69 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139739

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოწმების პროცესი დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

,,დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. გუშინ კორონავირისით ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები გადამოწმდნენ და მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მცირე ტემპერატურა, ის თვითიზოლაციაში რჩება და მედიკოსების მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ იქნება. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაობს, აქამდეც ტარდებოდა მარნეულში, მაგრამ დღეიდან უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. ჩვენ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერად ვრეაგირებთ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ამ ვითარებაში ვაძლევთ მათ“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო. შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროს მიერ ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც. საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. მარნეულის ტერიტორიაზე მოძრაობს ავტომობილები, საიდანაც ხმოვანი შეტყობინებით მოსახლეობას სამ ენაზე აწვდიან ინფორმაციას მოქმედი კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ. ამასთანავე, მოხალისეები აქტიურად აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობაში და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან კორონავირუსის შესახებ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment