კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარედ რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო ძალიან საგანგაშო – კალაძე

0
https://primetime.ge/kus-tbisa-da-lisis-tbis-mimdebared-rats-gushin-khdeboda-es-iko-dzalian-sagangasho-kaladze/ კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარედ რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, რაც ხდებოდა კუს ტბის და ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან საშიში. შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებზე მისვლისგან. კორონავირუსის ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია კონსოლიდაცია ადამიანების, თვითშეგნება და მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0