აფხაზეთმა საქართველოსთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
8769 Views
Sokhumi Daily
Sokhumi · 6 months ago

ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფომ საქართველოსთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოაცხადა

"აფხაზეთსა და საქართველოს, ჟენევის ფორმატის გარდა, სჭირდებათ ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმა ტრანსსასაზღვრო საკითხების გადასაჭრელად" - ამის შესახებ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

”ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან.

ჩვენ გვინდა თუ არა ეს, ურთიერთობა გვაქვს როგორც ქართველებს აფხაზებთან, ასევე აფხაზებს ქართველებთან.

ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს და აქვს მიმოსვლა საქართველოსთან.”- თქვა მან.

ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებს პრობლემები აქვთ, რომელის მოგვარებაც საჭიროა.

ბჟანიას თქმით, მათი განხილვისთვის, ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს.

"ეს უნდა იყოს არა ისე შორს როგორც ჟენევაში, არამედ აქვე სადღაც საზღვრის ახლოს, რადგანაც ყოველდღიურად გვხვდება ახალ-ახალი პრობლემური საკითხები, რისი მოგვარებაც ძალზედ მნიშვნელოვანია" - განაცხადა ბჟანიამ.

#აფხაზეთი #საქართველო #მოლაპარაკება #შედეგები #sokhumidaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 6 months ago
13
Write a comment