სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა - საქართველოს მთვრობის დადგენილება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139747 კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ სად იკრძალება 10-ზე მეტი პირის თავშეყრა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს. - აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა; - საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში. ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს; - აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს. ისეთები, როგორიცაა სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებები; - 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია: - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო; - სამედიცინო დაწესებულებებში; - საჯარო დაწესებულებებში; - თავდაცვის ძალებში; - პენიტენციურ დაწესებულებებში; - თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.
0