დეკანოზი გაგნიძე: ღვისმსახურებები დილას და საღამოს ჩატარდება

ByM.m.m.Georgia
0
მამა თეოდორე გაგნიძემ კორონავირუსის გამო ღვთისმსახურების ცვლილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, წირვები დღეში ორჯერ ჩატარდება, რაც მრევლის რაოდენობას შეამცირებს. "როგორც უკვე განვაცხადეთ, ღვისმსახურების წესებში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. როგორც იცით, ლიტურგიები ყოველდღეა. გადავწყვიტეთ, რომ ეს მსახურებები გავყოთ. მსახურებები დილას და საღამოს იქნება, შესაბამისად, მრევლი გაიყოფა და მათი რაოდენობა ნაკლები იქნება", - თქვა გაგნიძემ. "ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ. ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ არის ის, რომ ლიტურგიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურგიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები", — განაცხადა დეკანოზმა.
#კორონავირუსი
#ეკლესია
#საპატრიარქო
#პანდემია
#news
#opinion
#coronavirus
ByM.m.m.Georgia
0