StopCov ფონდში 5 მილიონი ლარი შეგროვდა

ByM.m.m.Georgia
0
მიხეილ დაუშვილმა StopCov ფონდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე 5 მილიონი ლარი უკვე შეგროვდა. "ფონდში არსებული თითოეული თეთრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიხარჯება. აღნიშნულ ფონდში როგორც თანხების ჩარიცხვა, ისე მათი ხარჯვა სრულიად გამჭვირვალე და ყველასათვის თვალსაჩინო პროცესი იქნება. ნებისმიერს შეუძლია, რომ საჯარო ინფორმაცია მიიღოს და გაიგოს, რისთვის იხარჯება და რა მიზანს ემსახურება ფონდში არსებული თანხა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. შეგახსენებთ, StopCov.ge მას შემდეგ შეიქმნა, რაც მოქალაქეებმა და კერძო სექტორმა სახიფათო ვირუსთან ბრძოლაში ფინანსური დახმარების ინიციატივა გამოთქვეს.
#ბიზნესომბუდსმენი
#კორონავირუსი
#პანდემია
#StopCov
#news
#business
#პოლიტიკა
ByM.m.m.Georgia
0