თბილისში გაჩერებებისა და მეტროს შესასვლელების დეზინფექცია დაიწყება

0
თბილისის მერის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ბრძოლის პრევენციისათვის, თბილისში დღეს ღამე დაიწყება იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები და მეტროს შესასვლელები. სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. კახა კალაძის განმარტებით, პროექტს მერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. „ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველ დღე მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოკლას ის ბაქტერია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს პრეპარატი ჯანმრთლობისთვის საშიში არ არის, ამიტომ არავის შეეშინდეს“, - განაცხადა კალაძემ.
#თბილისისმერია
#კახაკალაძე
#მეტრო
#დეზინფექცია
#tbilisidaily
0