ჩინეთის ქალაქ ვუხანში (ადგილი, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა) კარანტინი გაუქმდება.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ორთვიანი თვითიზოლაციისა და სავალდებულო კარანტინის შემდეგ, 8 აპრილიდან ამ ქალაქში კარანტინი აღარ იარსებებს. ამიერიდან, ვუხანი გარე სამყაროსთან კონტაქტს აღადგენს.
შეგახსენებთ, 23 იანვარს 13-მილიონიანი ქალაქი ვუხანი კარანტინში მოექცა, რის შედეგადაც ამ პროვინციაში ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა გაუქმდა და აიკრძალა.
უკანასკნელი ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ჩინეთი ერთადერთი ადგილია, სადაც COVID-19-ის გავრცელების დინამიკა უკეთესობისკენ იცვლება. უკანასკნელ 24 საათში ჩინეთში დაინფიცირების მხოლოდ 80-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით ამ ქვეყანაში კორონავირუსით 3 277 ადამიანი გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#ვუხანი
#ჩინეთი
#პანდემია
#სიახლე
#coronavirus
#wuhan
#china
#news
#business
#politics