ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს - დონალდ ტრამპი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139781 ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს - ამის შესახებ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მისი თქმით, მთავრობა ბიზნესისა და საწარმოების მუშაობის განახლებას გეგმავს. გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ როდის და რა პირობებში აღდგება ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მომავალ კვირას მიიღებენ. „ჯანდაცვის სფეროში ჩვენი შესანიშნავი ექსპერტები სწავლობენ ამ დაავადებას ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს, რათა რეკომენდაცია გავუწიოთ ახალ პროტოკოლებს და საშუალება მივცეთ ადგილობრივ ეკონომიკას ფრთხილად განაახლოს საქმიანობა საჭირო დროს. ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ შექმნილა, რომ დახურული იყოს. ამერიკა ძალიან მალე კვლავ ღია იქნება ბიზნესისთვის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0