კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, როდესაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.
“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ - ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან.
გუშინ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#მარინაეზუგბაია
#ინფიცირებული
#ამერიკულიკლატერი
#დარჩისახლში
#tbilisidaily