წალენჯიხა და "სტალინური კულტУРА!"

0
"ყველამ იცის სამეგრელო როგორ მიყვარს და განსაკუთრებით წალენჯიხა ჩხოროწყუ. სულ მეუბნებოდნენ მეგობრები, რომ იქ ჩემი წიგის პრეზენტაცია მომეწყო და ეს დღეც დადგა. აუდიტორიის წინაშე ღელვა არ მახასიათებს-პირიქით როცა ვხედავ რომ მისმენენ სამყარო მავიწყდება და მხოლოდ თემა მახსოვს. დღეს კი ვღელავდი რადგან არ იყო ჩვეულებრივი აუდიტორია, აქ ბაბუას მამას ჩემი და დათუნას მეგობრები-ოთხი თაობა მისმენდა. წიგნი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია რადგამ ეს არის თემა რომელიც მაინტერესებს-ქვეყნის მენტალური დეოკუპაცია, საარქივო მასალებით ალტერნატიული უახლესი ისტორიის წარმოდგენა და ბოლშევიზმის როგორც ეპოქის პოლიტიკური შეფასება. ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა ბიბლიოთეკის ეზოში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ პატივი მივაგეთ შატილში გარდაცვლილ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ უპასუხიმგებლობა ღუპავს და კლავს სიცოცხლეს. წიგნის წარდგინების შემდეგ ჩემთვის საპატივცემულო ხალხი დისკურსში შემოვიდა.სიტყვით გამოვიდნენ; ზაურ გვასალი სამედიცინო ელიტის წარმომადგენელი, ასევე ექიმი მერაბ შონია, ასმათ კვარაცხელია ფილოლოგი, გურამ ბელქანია ჟურნალისტი და ჩემი კოლეგა, ბადრი ბობოხია სკოლის დირექტორი, მერაბ მორგოშია, ჩემი სტუდენტი მარიამ გვარამია...შეხვედრა ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნუნუ შანავამ გახსნა. იყო კითხვები მოსაზრებები და შევთანხმდით რომ განათლება მნიშვნელოვანია, რეალური ისტორიის შესწავლა კი აუცილებელი იმისათვს რომ გავიაზროთ საიდან მოვდივართ, სად მივდივართ და რა არის ჩვენი სამომალო ორიენტირები. ითქვა ისიც, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია არა მხოლოდ თაობათა დიალოგის არამედ უბრალოდ იმისათვის რომ გავარკვიოთ რა არის დღეს ნაციონალური იდეა და რაზე გადის ქართველთა იდენტობა.მეტიც ითქვა, რომ სასურველია შეიქმნას გარკვეული სათათბიროს ტიპის სივრცე სადაც ამ თემებზე საუბარს გავაგრძელებდით. იყო საუბარი სტალინზე ბერიაზე, აფხაზეთზე განათლების პოლიტიკაზე უნივერსიტეტის შექმნაზე, ილიას მკვლელობაზე ....მოიდანახის პირველ ქართულენოვან სკოლაზე რომელიც ერასტი როდონაიამ გახსნა... მოკლედ რომ ითქვას სავსე ვარ შთაბეჭდილებებით და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც დრო გამონახა და მოვიდა. წალენჯიხა არის ადგილი სადაც უბრალოდ კარგად ვგრძნობ თავს. ხოლო ეს ხალხი ემოციურად მტვირთავს და მაცოცხლებელი ენერგიით მავსებს." თამარ ბელქანია
#ახალიამბები
0