ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა

0
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 21 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 25 მარტს 1 აშშ დოლარი 3, 4494 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2389 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7436 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4578 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.2858 ლარი შეადგინა. ამასთან, ლარი ევროსთან მიმართებით 28 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ლარი გაუფასურებას განაგრძობს. მარტის თვის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 67 თეთრით, ხოლო ევროს მიმართა — 69 თეთრით გაუფასურდა. კორონავირუსის გავრცელებამ გავლენა იქონია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ ლარმა დოლართან მიმართებით გაუფასურება 2019 წლის 25 ივნისიდან დაიწყო.
#კორონავირუსი
#ლარისკურსი
#გაუფასურება
#დოლარი
#ევრო
#tbilisidaily
0