რატომ უნდა მივირთვათ ჩაი?

0
დილამშვიდობის Feedc 🌞 დადებითი ენერგიით დამუხტულ დღეს გისურვებთ. ჩემი დილა კენკრის ჩაით დაიწყო და მინდა მის სასარგებლო თვისებებზე გესაუბროთ❤️ ჩაი მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის მრავალ სისტემაზე, მას თერაპიულ ეფექტსა და გამაჯანსაღებელ ფუნქციას სძენს მთრიმლავი, ეთეროვანი ნივთიერებები, ამინომჟავები, პიგმენტები და ვიტამინები, რომლებსაც შეიცავს ეს მცენარე და მისი ნაყენი. 📌 ჩაი ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. 📌აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. 📌ადამიანს მატებს მხნეობას. 📌ჩაი აფერხებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, 📌ხელს უშლის გაციებას, ტრაქეიტისა ჰიპერთირეოზის განვითარებას. 📌გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე მარილებსა და ტოქსინებს. 📌 ჩაი რკინისა და სპილენძის წყაროა, რითაც ხელს უწყობს ჰემოგლობინისა და ერითროციტების ფორმირებას.
#news
#opinion
#health
#forhealth
#behealthy
#healthylife
#healthcare
Tbilisi
0