საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვების მიუხედავად, მიკროავტობუსები მგზავრების გადაყვანას შეეცადნენ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139790 საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვების შემდეგ ორ რეგიონში მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანის მცდელობა ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მიკროავტობუსებმა სიტუაციის გარკვევის შემდეგ დაგეგმილი მარშრუტები აღარ შეასრულეს. „იყო მცდელობა, უნდოდათ გამოსვლა საქართველოს ორი რეგიონიდან, არ დავასახელებ რეგიონებს. ეს იყო მიკროავტობუსები. ჩვენ ვთხოვეთ, ავუხსენით და ამის შემდეგ აღარ წამოვიდნენ. მოსახლეობა გაგებით მოეკიდა და გადმოვიდა მიკროავტობუსიდან. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც გვერდში გვიდგას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
0