აშშ, შესაძლოა, Covid 19-ის ახალი ეპიცენტრი გახდეს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139793 შეერთებული შტატები, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გლობალურ ეპიცენტრად იქცეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს. „ჩვენ ვხედავთ შემთხვევების სწრაფ მატებას შეერთებულ შტატებში, ასე რომ, მას ამის პოტენციალი აქვს“, - განაცხადა „ჯანმო“-ს პრესსპიკერმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid 19-ით ინფიცირების 46 000 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. ორშაბათს, 23 მარტს, აშშ-ში ვირუსით 100 ადამიანი დაიღუპა.
0