პაციენტი 5-ის გასაწერად ვემზადებით, ვფიქრობ, ხვალ დილით მოგაწვდით კარგ ინფორმაციას - ენდელაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139796 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, პაციენტი 5-ის მდგომარეობა არ არის მძიმე და მის გასაწერად ემზადებიან. "მე ვფიქრობ, რომ ხვალ დილით კიდევ მოგაწვდით კარგ ინფორმაციას", - განუცხადა მან ჟურნალისტებს. კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საქართველოში ინფიცირების 70 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 გამოჯანმრთელდა.
0