http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139797
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, უკვე 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს. ამის შესახებ მან მთავარის ეთერში ისაუბრა.
გამყრელიძის განმარტებითვე, ის საავადმყოფო, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული ქალი იწვა, ე.წ. ცხელებით მიმდინარე დაავადებათა ცენტრად გადაკეთდა.
"დადიან ექიმები, სოფლის ექიმები და სოფლის რწმუნებული და მათთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. ისინი კარდაკარა ჩამოვლის გზით ეკითხებიან და დისტანციურად უზომავენ სიცხეს მოქალაქეებს", - ამბობს გამყრელიძე.