მარნეულში ინფიცირებულ პაციენტს ინფექციის ყველაზე მძიმე გართულება აქვს, ის მართვით სუნთქვაზეა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139799 მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძემ განმარტა, რომ პაციენტს ახალი კორონავირუსის ინფექციის ყველაზე მძიმე გართულება აქვს. „მას ამ ინფექციის ყველაზე მძიმე გართულება აქვს მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გარდა ამისა, ორჯერ ინსულტი აქვს გადატანილი, გაკეთებული აქვს შუნტირების ოპერაცია, სტენტირება და ორმხრივი პნევმონია. ამ პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თუმცა კლინიკამ დასტაბილურება მოახერხა, მაგრამ პროგნოზი სერიოზული რჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0