მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139801 მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. თურნავა სამკერვალო საწარმოს ესტუმრა, რომელიც პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო. “პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრეფს ტემპს და ეწყობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზაება, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად, არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. ახლა სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეულის მიწოდება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ავაწყოთ რიტმულად და მალე ჩვენი პირბადეები მიწოდებული იყოს ყველა იმ კატეგორიისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ მათი საჭიროება ძალიან სწრაფად გაქრება, თუმცა, ჩვენ უკვე გამოვიტანეთ ერთი გაკვეთილი - ასეთი მარაგი ჩვენივე წარმოების ყოველთვის უნდა გვქონდეს და ასეც იქნება.” - განაცხადა თურნავამ.
0