“ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად. რადგან სიტუაცია აქამდე ისე მოვიტანეთ, რომ საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხად.ა
თენგიზ ცერცვაძის თქმით, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ერთი-ორი საფეხურით უკან ვდგავართ დანაკარგების რაოდენობით, თუმცა კარგი შედეგების თვალსაზრისით, ერთი-ორი საფეხურით წინ ვართ.
„ჩვენთანაც იქნება ბევრად მეტი შემთხვევა, იქნება შიდაგავრცელება, ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ მგონია, რომ არსებულ დისტანციას შევინარჩუნებთ“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 70 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო რეჟიმში ამ ეტაპზე 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
#politics
#news
#opinion
#events
#coronavirus