ბათუმში ავტობუსების განრიგი იცვლება

0
ბათუმში რამდენიმე ავტობუსი ახალი განრიგით ივლის ბათუმის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ავტობუსი შეცვლილი განრიგით ივლის. ავტობუსი N17 დროებით გაუქმდა, სანაცვლოდ N12 და N16 ავტობუსები აღნიშნული ავტობუსის გზას გადაინაწილებენ. მაიაკოვსკის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, ხელვაჩაურისკენ, ავტობუსი N12 იმოძრავებს, ხოლო N16 მაიაკოვსკის ქუჩიდან სარფის მიმართულებით. ასევე, ავტობუსი N2, რომელიც ქვედა სამებამდე მოძრაობდა, ახალშენის ცენტრამდე იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში სამარშრუტო ტაქსი აღარ მუშაობს, გადაადგილება მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსთაა შესაძლებელი.
#ბათუმი
#ავტობუსი
#განრიგი
#batumidaily
0