თბილისში, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს გვიან ღამით დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი მანანა თოქმაჯიშვილი პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სწორედ ამ ავტომობილებით მოხდება ღამით თბილისის ქუჩების მორეცხვა სადეზინფექციო ხსნარით.
„მეგობრებო, ეს ვერტმფრენი არ არის, აი, ამ მანქანებით მოხდება დღეს ღამით თბილისის ქუჩების მორეცხვა სადეზინფექციო ხსნარით.
სარეცხის ჩამოხსნა აუცილებელი არ არის, არც ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, თუ გავლისას შემთხვევით შეესხა.
თუმცა, მთავარი თავდაცვაც და წამალიც არის სახლში ყოფნა.“ – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს გვიან ღამით დაიწყება.
მერის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოების პროექტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
https://primetime.ge/„saretskhis-chamokhsna-autsilebeli-ar-aris“-rogor-moiretskheba-tbilisis-quchebi/