კორონავირუსით ინფიცირების პიკი 4 აპრილიდან არის მოსალოდნელი – ტიკარაძე

0
ყველაზე პესიმისტური სცენარი, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს სცენარი სავარაუდოდ, ჩვენ ასე გვგონია, რომ შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“. „ყველაზე პესიმისტური სცენარი რა თქმა უნდა არსებობს და ეს სცენარი სავარაუდოდ, ჩვენ ასე გვგონია, რომ შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა. აქედან გამომდინარე და კვლევებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუ რამდენი ხნით უნდა შემოღებულიყო საგანგებო რეჟიმი საქართველოში. ჩვენ გვაქვს 2 ტალღის მოლოდინი. პირველი ტალღის მოლოდინი გვქონდა სწორედ ამ კვირაში, 4 აპრილამდე და შემდგომი განვითარება უკვე 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე. დღესდღეობით რაც იკვეთებოდა 4 აპრილამდე, ცუდი სცენარის მოლოდინები, გაგვიცრუვდა. რეალურად ამას ველოდით, მაგრამ ჩვენ მაინც ვემზადებით უფრო რთული სცენარისთვის, ვიდრე არის მოსალოდნელი. ეს გვაძლევს იმ შესაბამის ეფექტებს, რაც ჩვენ გვაქვს. ამის შედეგია, რომ ჩვენ დღეს გვყავს 67 ინფიცირებული და ამ 67-დან უკვე 9 გამოჯანმრთელებული არის“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფიცირებული აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოსული შუახნის ქართველი მამაკაცია. ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. https://primetime.ge/koronavirusit-infitsirebis-piki-4-aprilidan-aris-mosalodneli-tikaradze/
0