ჩვენს თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი – კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმი

0
https://primetime.ge/chvens-tanamshromels-aghmoachnda-koronavirusi-klinika-%e2%80%9emedkapitalis%e2%80%9c-eqimi/ „პრაიმტაიმს“ „მედკაპიტალში“ დაუდასტურეს, რომ მათი თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-დან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მედპერსონალის თქმით, ამერიკიდან ჩამოსული ექიმი სამსახურში ერთი დღით მივიდა და მას შემდეგ აღარ მისულა. მისივე თქმით, კლინიკაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. „ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ორი კვირის წინ ამერიკაში იყო, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ეს იყო 9 მარტს. ერთი დღე კი იყო სამსახურში მოსული, მაგრამ მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. გვითხრეს, თქვენ არაფერი არ გჭირდებათო. პოლიკლინიკა დიდი ხანია მორიგეობაზეა გადასული. ყოველ დღე თითო ექიმი მორიგეობს.“ – გვითხრა ექიმმა. შეგახსენებთ, ვირუსით დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება. ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა. კლინიკა „მედკაპიტალის“ ექოსკოპისტსშეხება ჰქონდა ამავე კლინიკის 140-მდე თანამშრომელთან.
0