რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავით იტალიაში მედპერსონალი გაგზავნა

0
https://primetime.ge/rusetma-samkhedro-tvitmfrinavit-italiashi-medpersonali-gagzavna/ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სამედიცინო პერსონალითა და შესაბამისი აღჭურვილობით იტალიაში ჩაფრინდა. პერსონალი იტალიაში ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად გააგზავნეს. იტალიის ხელისუფლება სიკვდილიანობის მატებაზე ლაპარაკობს. ასევე მათი თქმით, მათ უმთავრდებათ ტესტებისა და სამკურნალო პრეპარატების მარაგიც. ცნობისთვის, იტალიის დახმარება გერმანიამაც დაიწყო. ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 63, 927 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 6, 077 ადამიანი, ხოლო 7, 432 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
0