ვინ არის ქართველი ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

0
კორონავირუსი ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. ვირუსით დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება. ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა. კლინიკა „მედკაპიტალის“ ექოსკოპისტს შეხება ჰქონდა ამავე კლინიკის 140-მდე თანამშრომელთან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს. კლინიკა ამ დროისთვის დაკეტილია. ექიმი ქალბატონი გახლავთ და ის 14 მარტს დაბრუნდა ამერიკიდან საქართველოში.
#news
0