არჩილ თალაკვაძე: საყოველთაო კარანტინისთვისაც მზად ვართ

0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაციის შესაბამისი ზომბი მიღებულია, თუმცა თუ საჭირო გახდება, არ გამორიცხავს, რომ საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოიყენონ. მისი თქმით, ქვეყანა სწორად მართავს სიტუაციას და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას, თუმცა დასძენს, რომ ყურადღება არ უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში პანდემია გრძელდება. „თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. https://primetime.ge/archil-talakvadze-sakoveltao-karantinistvisats-mzad-vart/
0