ქართველი ექიმების წარმატების შესახებ

0
ინგლისში მოღვაწე ქართველი ექიმი, ბატონი მერაბ ლომია თავისი ფეისბუკის გვერდზე წერს: „არიქა, ქართულ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ თურმე პლაკვენილი კორონავირუსს კურნავს. თრამპმა თქვა, მაკრონმა გაიმეორა და ჩვენ ჟურნალისტებმა ხომ აიტაცეს და აიტაცეს ეს ამბავი. ისე, ეს ინფორმაცია ექიმებისთვის უკვე 2 თვეზე მეტია რაც ცნობილია. ვიცოდი ეს ამბავი მეც. და რა მოხდა? თუ დღემდე პლაკვენილი თავისუფლად იყიდებოდა აფთიაქებში, დღეს ის აფთიაქებიდან უმალვე გაქრა. და ეს მიუხედავად ფასისა: 1 კოლოფი 60 ტაბლეტით 50 ლარამდე ღირს, რაც ბევრი ქართველისთვის არც ისე იაფია. აქ ორი მომენტია საგულისხმო. ჯერ ერთი, პლაკვენილი საკმაოდ მძიმე წამალია, უამრავი გვერდითი მოვლენებით (ძალიან მოკლე და არასრული სია: სიბრმავე, ღვიძლის უკმარისობა, გულის კუნთის გადაგვარება, და როგორც შედეგი - არითმიები და უეცარი სიკვდილი). ასე რომ, ექიმის გარეშე ამ წამლის მიღება ძალიან სახიფათოა, მითუმეტეს ხნიერი ავადმყოფებისთვის. კიდევ ერთი რამეა საგულისხმო: ეს წამალი ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ და ზოგიერთი ავადმყოფისთვის აუცილებელია ამ მძიმე დაავადების შესაჩერებლად და მძიმე ინვალიდობის თავიდან ასაცილებლად. ანუ, შედეგად რა გვაქვს? 1) თვითნებული მკურნალობა ამ წამლით დიდი ზიანიას მომტანია 2) ბევრი ავადმყოფი რევმატოიდული ართრიტით უწამლოდ დარჩა 3) ვინც დაიტაცა ეს წამალი აფთიაქებიდან, მას არასოდეს არ გამოიყენებს დასკვნა: ბატონებო პრეზიდენტებო და ჟურნალისტებო, მოდით ამაზე მოვილაპარაკოთ: 1) სადაც ცოდნა და განათლება არ გყოფნით, იმაში ნუ ერევით, და ნუ ავნებთ უდანაშაულო ხალხს, 2) საქმის კეთების საშუალება მიეცით ექიმებს, და ნუ გგონიათ თქვენი თავი ყველაზე ჭკვიანი, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირად პირიქით გამოგდით. სულ ესაა.“ პატივისცემით, გია კვაშილავა
#news
0