მილანის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, კორონავირუსზე ისაუბრა. ლეგენდარულ იტალიელს სახიფათო ვირუსით ცოტა ხნის წინ დაუდგინდა. როგორც გაირკვა, მილანის ყოფილმა კაპიტანმა COVID-19 თითქმის დაამარცხა.
"ყველაფერი კარგადაა, მთავარი სირთულე უკვე გადავლახე. ახლა მცირე ხველაღა დამრჩა.
გემოს და სუნის შეგრძნება დავკარგე, რომელიც, იმედია, მალე დამიბრუნდება. კორონავირუსი უსიამოვნო გრიპს ჰგავს, თუმცა ეს უბრალო გრიპი არაა. ჩემს სხეულს კარგად ვიცნობ. სპორტსმენი საკუთარ თავს იცნობს. ჩვენ ტკივილებს უფრო მძაფრად აღვიქვამთ. ეს ახალი ვირუსია - მტერს ვებრძვით, რომელსაც არც კი ვიცნობთ.
პირველი სიმპტომები 5 მარტს ვიგრძენი, როდესაც კუნთებსა და სახსრებში ტკივილი ვიგრძენი. 38°C-მდე სიცხე მქონდა. მეორე დღეს სამწვრთნელო ბაზაზე უნდა წავსულიყავი, თუმცა სახლში დავრჩი. გარდა ამისა, მილანი - გენუას შეხვედრა გამოვტოვე. ანტივირუსული წამლები არ დამილებია, რადგან მაშინ სუნთქვის პრობლემა არ მქონია.
ვხვდებოდი, რომ ამ ვირუსით დავინფიცირდი. ვგრძნობდი, რომ უბრალო გრიპი არ იყო. ცხადია, ასეთ დროს ნერვიულობ. საბედნიეროდ, ეს დაავადება პრაქტიკულად დავამარცხე", - თქვა მალდინიმ.
#COVID19
#coronavirus
#maldini
#milan
#acmilan
#football
#sport
#Italy
#კორონავირუსი
#პანდემია
#ფეხბურთი
#სპორტი
#მალდინი
#მილანი
#news
#opinion
#business