ბარსელონას კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ლეგენდარულმა არგენტინელმა კატალონიურ საავადმყოფოს, Hospital Clinic-ს ერთი მილიონი ევრო შესწირა. აღნიშნული კლინიკა კორონავირუსს იკვლევს.
"გმადლობ მხარდაჭერისთვის, ლეო", - ასე მიმართა საავადმყოფომ ბარსას ათიანს.
გარდა ამისა, მესი არგენტინაში არსებულ რამდენიმე კლინიკასაც დაეხმარა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ბარსელონას ლიდერმა სამშობლოში ასეულობით ათასი ევრო გადარიცხა.
შეგახსენებთ, იტალიის შემდეგ ევროპაში სახიფათო ვირუსით ყველაზე მეტი დაინფიცირებული ესპანეთშია. უკანასკნელი ცნობით, ამ ქვეყანაში COVID-19 40 000-მდე ადამიანს დაუმტკიცდა, აქედან 2 800-მდე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
#ბარსელონა
#მესი
#კორონავირუსი
#ფეხბურთი
#სპორტი
#პანდემია
#barcelona
#barça
#messi
#football
#sport
#coronavirus
#news