ინტერვიუ თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტ - ქრისტინე ქაჯაიასთან

0
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, UGRAD პროგრამის წარმატებული მონაწილე, რომელიც გაცვლითი კურსით იმყოფებოდა ეგვიპტესა და აშშ-ში. რაც მთავარია, ხარ აქტიური მოქალაქე, რომელიც ბავშობიდან ჩართულია სამოქალაქო პროექტებში. ჩვენს ინტერვიუში მინდა ვისაუბროთ პროგრამა UGRAD-ზე. 1. როგორ გაიგე პროგრამის შესახებ? - მოგესალმებით, პროგრამის შესახებ გავიგე ამერიკის საქელჩოს facebook გვერდიდან, სადაც გამოცხადებული იყო მონაწილეების შერჩევა. ასე რომ დავიწყე ინფორმაციის მოძიება google-ში, youtube-ში, ბლოგერების არხებს ვუსმენდი, თუ როგორ გავხდეთ UGRAD-ელები და და სხვა. შემდეგ შევავსე აპლიკაცია, მერე იყო გასაუბრების ეტაპი, გამოცდა და საბოლოოდ შემარჩიეს ფინალისტად. 2. არჩევის შემდეგ, რა სირთულეები და გამოწვევები შეგხვდა გამგზავრებამდე? - სირთულეებს და გამოწვევებს რაც შეეხება, ერთადერთი მეშინოდა ინგლისურის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვფლობდი ენას, ვფიქრობდი, რომ ინგლისურ გარემოში მაღალ ქულებზე ვერ ვისწავლიდი. მაგრამ დადებულმა პირობებმა და საკუთარ თავთან გაწერილმა გეგმამ, ყველაფერი დამაძლევინა. 3. რა ისწავლე, როგორ გაიზარდე პიროვნულად? - ისედაც ვიცოდი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია სხვადასხვა საქმის ერთმანეთთან შეთნხმება. მაგ. სოციალური ცხოვრება, სწავლა, სხვა საქმიანობები და ა.შ. და ამას, ყველაზე კარგად ხედავ აშშ-ში. იმიტომ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა მრავალფეროვნადაა დატვირთული და ჩართული სხვადასხვა საქმეში. ეს კი ძალიან მხიბლავდა. პიროვნულ გაზრდას რაც შეეხება, კორონავირუსის პერიოდი დაემთხვა ჩემს მოგზაურობას ერთი შტატიდან მეორეში. საკმაოდ მეშინოდა, მაგრამ გავაცნობიერე, რომ პანიკას სჯობდა გონივრულად მოქცევა, ამიტომ ნებისმიერ გამგზავრებას მომზადებული ვხვდებოდი. ეს კი, ერთგვარი გამოცა იყო ჩემს ცხოვრებაში. 4. რეკომენდაციები მათთვის, ვისაც სურს პროგრამაში მონაწილეობა. - ერთს ვიტყვი, რომ აუცილებელია შენი სამომავლო გეგმების, მიზნების და შემდეგი ნაბიჯების ცოდნა, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის წარმატების გასაღები. გარდა ამისა, ბავშვებს ვეტყოდი, რომ იყვნენ გულწრფელები, გახსნილები და წერონ საკუთარი თავიდან გამომდინარე. რასაც გული და გონება გიკარნახებთ, ის არის ყველაზე სწორი გზა ნებისმიერ საქმეში. 5. რა არის შენი "წარმატების ფორმულა" - მე არ მაქვს წარმატების ფორმულა, ერთი ვიცი უბრალოდ, რომ ვაკეთებვ ყველაფერს, რაც მომწონს, რაც დამაინტერესებს ვერთვები. ისევე როგორც ყველას, მეც მიყვარს კომფორტის ზონაში ყოფნა, მაგრამ როგორც კი კომფორტი იქმნება, მაშინცვე ვცდილობ იქიდან გამოსვლას. სხვების გამოცდილებიდან ვიცი, რომ კომფორტის ზონაში ვერ განვითარდები, ასე რომ, მე მართლა მინდა განვვითარდე და ბევრ საქმეში ჩავერთო სამომავლოდ. გისურვებთ წარმატებას! ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე ამომწურავი ინფორმაციის გაზიარებისთვის და გულწრფელობისთვის. წარმატებები!
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები
0