მოსკოვის მერი პუტინს - მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს
131 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

მოსკოვში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს, - ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობინიანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, განუცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტა ადამიანს ჩაუტარდა.

„საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოოვნადა მეტი დაავადებული ადამიანია,“ - განაცხადა სერგეი სობინიანიმ.

სპეციალურ აღჭურვილობაში ჩაცმული რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოს ესტურა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 495 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია ერთი ადამიანი.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

#russia #putin #coronavirus #reuters

s


Mediamall
Tbilisi · 6 months ago
4
Write a comment