3 votes
0 comments
0 shares
Save
დონალდ ტრამპი-გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება,ამის გამო ქვეყანა არჩერდებ
136 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ ორ კვირაში სრულად შეძლებს „გაიხსნას“. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა.

„ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას. ჩვენ იმაზე ადრე უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს ვიდრე ხალხი ფიქრობს და ჩემი კარგი მუშაობის პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამას გადავლახავთ“,-აღნიშნა ტრამპმა.

მან ვირუსი კიდევ ერთხელ შეადარა გრიპს და განაცხადა, რომ გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.

ცნობისთვის, აშშ-ში ბოლო დღის მანძილზე კორონავირუსის 50 982 შემთხვევაა აღრიცხული. ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მალე შესაძლოა შეერთებული შტატები ინფექციის ეპიცენტრი გახდეს.

#donaldtrump #usa #covid19

9


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
ამერიკის ხმა
Tbilisi · 6 days ago
ტრამპი ამბობს, რომ კიმ ჩენ უნთან შეხვედრისთვის მზადაა
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მზადაა კიდევ ერთხელ შეხვდეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ უნს. ფხენიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ მოლაპარაკებების გაგრძელების ინტერესი. ტრამპმა განცხადება სამშაბათს გააკეთა, „გრეი ტელევიჟენის“ წამყვან გრეტა ვან სასტერენთან. „მესმის, რომ მათ უნდათ შეხვედრა და ამისთვის ნამდვილად მზად ვართ“, - თქვა პრეზიდენტმა. „ამას მაშინ ვიზამდი თუ ვიფიქრებდი, რომ ეს [პროცესს] დაეხმარება“, - განაცხადა მან. პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე საუბრისას განაცხადა, რომ მას კიმთან „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვს. გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ განაცხადა, რომ მათ ინტერესში არ შედის მოლაპარაკების გაგრძელება. ფხენიანში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი სამიტი მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს დაეხმარება შიდა პოლიტიკურად. „[შეერთებული შტატები] დიალოგს მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისთან გამკლავების იარაღად მიიჩნევს“, - განაცხადა ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა ჩოე სონ ჰუკიმ. ამ თვის დასაწყისში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა თქვა, რომ მას სურს იხილოს კიდევ ერთი შეხვედრა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება. საკითხს მხარეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივ ბიგანის სეულში ვიზიტისას განიხილავენ. თუმცა, ბიგანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სამიტი, სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად. "იმ დროში, რაც [არჩევნებამდე] დარჩა და იმ მდგომარეობის გამო, რაშიც კოვიდ-19-მა მთელი მსოფლიო ჩააგდო, ძნელია იმ გარემოებების წარმოდგენა, როდესაც პირისპირ შეხვედრა და საერთაშორისო სამიტის ჩატარება შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბიგანმა "გერმანიის მარშალის ფონდის" ონლაინ კონფერენციაზე. ბიგანმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ამერიკის წამყვანი მომლაპარაკებელია, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანთან საუბრისთვის მზადაა და ამერიკის მიზანი კვლავ იგივეა - მოხდეს კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება. 2018 წელს, სინგაპურში, ორი ქვეყნის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა მალევე, სამიტის შემდგომი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ერთი წლის თავზე ჰანოის სამიტზე ვაშინგტონის მხარემ შეხვედრა ადრეულად დატოვა. ამის მიზეზი, ვაშინგტონის უარი გახდა ფხენიანის მოთხოვნაზე, რომ ჯერ ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, მოგვიანებით ფხენიანის მიერ ბირთვული არსენალის და პროგრამის ნაწილობრივ შეჩერების სანაცვლოდ. თუმცა დაძაბულობის მიუხედავად, ტრამპი კვლავ ამბობდა, რომ კიმთან კარგი ურთიერთობა აქვს. არჩევნებამდე მხოლოდ 4 თვე რჩება და ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დიპლომატიური წარმატება, შესაძლოა პრეზიდენტს, რომლის რეიტინგიც მისი ოპონენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას გამოკითხვებში მკვეთრად ჩამორჩება, წინასაარჩევნოდ წაადგეს. ურთიერთობები დაძაბულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორისაც. ფხენიანი სეულს 2018 წლის შეთანხმებების და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უმოქმედობაში ადანაშაულებს. სამხრეთ კორეა კი აცხადებს, რომ სანქციების გამო ამ სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება არ შეუძლია. გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთელ მეზობელთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა და დე-ფაქტო საერთო კორეული საელჩო ააფეთქა. ამით სამხრეთ კორეასთან კომუნიკაცია შეწყდა.#ახალი_ამბები
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
დონალდ ტრამპი - ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს, თვეებს ვერ დაველოდებით
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15-დღიანი გაიდლაინის გადახედვას და ახალი გაიდლაინების გავრცელებას აპირებს, რომლის მიზანია ქვეყანა ნორმალურ სამუშაო ძალასა და ეკონომიკას დაუბრუნდეს. „ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს. არ ვაპირებთ, განკურნება პრობლემაზე უარესი გახდეს. პირდაპირ გეტყვით, თვეებს ვერ დაველოდებით, ვაპირებთ, ქვეყანა გავხსნათ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის შედეგები თანდათან უარესდება. „ის უარესდება, თუმცა ვცდილობთ, ნაკლებად ცუდი შედეგები გვქონდეს, ცხადია, გარკვეული დროის მანძილზე რიცხვები გაიზრდება, თუმცა, შემდეგ კლებას დაიწყებს,“- განმარტა დონალდ ტრამპმა და დასშინა, რომ "აშშ ბიზნესისთვის მალე გაიღება."#usa #trump #covid19
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს
ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს. „უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემეს. გავიხსენოთ ახალგაზრდა მამაკაცი დალასში, რომელიც ქუჩაში მიატოვეს ან ქალი ნიუ იორკში, რომელსაც თავს დაესხნენ ავაზაკები. მცირე ბიზნესის მფლობელთა ოცნებები დაიმსხვრა. ნიუ იორკელ ექთნებს, რომლებიც ვირუსს ებრძოდნენ, ახლა სახლიდან გასვლის ეშინიათ. ავაზაკებმა დედაქალაქში ლინკოლნისა და მეორე მსოფლიო ომის მემორიალები დააზიანეს და ერთ-ერთ ისტორიულ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს არის შიდა ტერორიზმი. ჩემი უპირველესი ამოცანაა, დავიცვა ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელები. და ამას გავაკეთებ, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
Headline
Tbilisi · 2 months ago
BBC: ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსურ მხარდაჭერას წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბიუჯეტში ამერიკული შენატანის გადახდა შეაჩერა. იგი თვლის, რომ კორონავირუსული პანდემიისას, ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ, სათანადოდ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნულისთვის „პასუხი უნდა აგოს“. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს, რომელსაც თავად აკრიტიკებენ დაგვიანებული რეაქციების გამო, უბრალოდ ცდილობს „განტევების ვაცის“ პოვნას და პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას. საინტერესოა ვინ არის მართალი? შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაადანაშაულა WHO კორონავირუსთან დაკავშირებით დაგვიანებულ რეაქციაზე და დაკისრებული მოვალეობების არასათანადო შესრულებაში. მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ COVID-19-თან დაკავშირებით რეალური ფაქტები დამალა. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას შეატყობინა უჰანის პროვინციაში, გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიური დაავადების ზრდის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია იმავე დღეს ჟენევაში (შვეიცარია) გადაიგზავნა, WHO-ს შტაბ-ბინაში. მომდევნო დღესვე, WHO-მ ექსპერტთა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლებმაც სიტუაციის მონიტორინგი დაიწყეს. სულ რაღაც 3 დღეში ორგანიზაციამ პირველადი ინფორმაცია გამოაქვეყნა უცნობი ვირუსის შესახებ, მის სოციალურ ქსელსა და საექსპერტო ჟურნალებში, ხოლო 10 იანვარს პირველი რეკომენდაცია გასცა სხვადასხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული დროისთვის WHO-ს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რომ უცნობი დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, როდესაც პნევმონიით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ექიმები გახდნენ შეუძლოდ. გარდა ამისა, ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდში. ამის თაობაზე, გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა WHO-ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერქჰოვემ. აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს არანაირი წვდომა ჰქონდათ ჩინეთში, უჰანის პროვინციაში მყოფ დაავადებულებთან. 28 იანვარს, თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ღებრეისუსი შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ცზიპინს და სთხოვა ნებართვა, ამ პროვინციაჩი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნის თაობაზე, მაგრამ ნებართვა მხოლოდ 16 თებერვალს მიიღეს მათ. კრიტიკოსებისთვის მსჯელობის მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ ღებრეისუსი პოზიტიურად აფასებდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ, უცნობი ვირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს. პოლიტიკოსები და დასავლელი ექსპერტები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ოფიციალური პეკინის მიერ, მსოფლიოსთვის მიწოდებული სტატისტიკისა და მონაცემების სისწორეს, რადგან დოკუმენტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება დიდხანს მალავდა რეალურ სურათს ვირუსთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალიალური სტატისტიკა ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობასთნ შედარებით ეჭვს ბადებს, რადგან რიცხვები საკმაოდ დაბალი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში ყოველწლიურად $400-დან $500 მლნ-მდე შეაქვს, მაშინ როდესაც ჩინეთი მხოლოდ $40 მლნ-ით აფინანსებს. WHO-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ენტონი კოსტელოს განცხადებით, ამერიკული დაფინანსების გარეშე, ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება, რადგან ვერ შეძლებს სხვადასხვა სახელწმიფოებისთვის დროულ დახმარებას, ექიმთა გადამზადებას და ა.შ. „უამრავი ღარიბი სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ეპიდემიის საწყის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ექნება საკმარისი ფინანსები, შესაძლოა კატასტროფა მოხდეს“, - განაცხადა კასტელომ. WHO-ს მიერ, თებერვლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და პანდემიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად. აღნიშნულის განსახორციელებლად კი $675 მლნ. იყო საჭირო. ტრამპის თქმით, ორგანიზაციისთვის დაფინანსება შეჩერდება მანამ, სანამ „კორონავირუსის გავრცელების“ საკითხზე WHO-ს რეალური როლი არ გახდება ცნობილი. ექსპერტთა ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი თქვას საზღვრების დახურვის რეკომენდაციაზე და ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვაზე. კოსტელოს მოსაზრებით გადაადგილების აკრძალვა არაეფექტურია და ძირითად, გადამწყვეტ როლს ადრეული ტესტირების გამოყენება ასრულებს, როგორც ეს სამხრეთ კორეაში განხორციელდა, როდესაც კვირაში 66 000 ტესტირება ხორციელდებოდა. ტრამპის განცხადების საპასუხოდ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომ ახლა არ არის სწორი დრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფინანსების შესამცირებლად. წყარო: Coronavirus: Trump accused WHO of concealing facts and supporting China. He's right? (15.04.2020),#coronavirus #trump #USA #WHO #headline #stopcovid19
ცოტნე მალანია
Chkhorotsku · 3 months ago
დონალდ ტრამპი ინდოეთს ემუქრება, თუ ის პრეპარატ პლაქველინის ექსპორტზე გატანის აკრძალვას არ გადახედავს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთს სამაგიეროს გადახდით ემქურება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს. „მე კვირას დილით მას – ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ვესაუბრე. დავურეკე და ვუთხარი, რომ დავაფასებდით პრეპარატის მოწოდებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, არა უშავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მიიღებს. რატომაც არა?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, მას გაუკვირდება, რომ გაიგოს პრეპარატის აკრძალვის გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო. „გავოცდები თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ უნდა ეთქვა. ჩვენ კვირას ვისაუბრეთ. გავოცდები, იმიტომ რომ, ინდოეთს კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან“, – აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, ინდოეთში, რომელიც პრეპარატის ყველაზე დიდი მწარმოებელია კვირას განაცხადეს, რომ წამლის ექსპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი, როცა ქვყენების ლიდერებმა სატელეფონო საუბრები გამართეს.
ამერიკის ხმა
Tbilisi · 6 days ago
ექიმი ფაუჩი სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები კორონავირუსის შემთხვევების 3 მილიონიან ნიშნულს უახლოვდება, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა სამშაბათს ამერიკელები გააფრთხილა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევების რიცხვის ვარდნის გამო “ყალბ თვითკმაყოფილებას” არ მიეცნენ. ექიმმა ენტონი ფაუჩიმ კომენტარები,სენატორ დაგ ჯონსთან ერთად “ფეისბუქზე”გამართულ კითხვა-პასუხის სესიის დროს გააკეთა. ფაუჩიმ თქვა: “არასწორია, რომ სიკვდილობის დაბალმა დონემ დაგვამშვიდოს, ამ ვირუსს სხვა ბევრი საშიში და ცუდი რამ უკავშირდება, ყალბ თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით.” ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, ოთხშაბათისთვის, შეერთებულ შტატებში “კოვიდ-19”-ით გამოწვეული გარდაცვალების 131,457 შემთხვევა აღირიცხა. სამშაბათ საღამოს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერით” ამაყად გამოაცხადა: “კორონავირუსით გარდაცვალების დონე ათმაგად შემცირდა.” მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ფაუჩიმ გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები პანდემიის “პირველ ტალღაში ჯერ კიდევ მუხლამდე დგას.” ფაუჩის ბოლო გაფრთხილება იმავე დღეს გაჟღერდა, როდესაც ქვეყანაში “კოვიდ-19”-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. ტრამპმა ჯანმოს ბრალი დასდო, რომ კორონავირუსის აფეთქების მართვის დროს ჩინეთის მიმართ მიკერძოება გამოიჩინა და სააგანტოს რეფორმების გატარება მოსთხოვა. აპრილში ტრამპმა ჯანმოს ამერიკული დაფინანსება გაყინა და ერთი თვის შემდეგ ორგანიზაციის დატოვების განზრახვის შესახებ გამოაცხადა. სამშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ჰაერით გადაცემა როლს თამაშობს და ინფექციის თავიდან ასაცილებლად ახალი რეკომენდაციების გამოცემა დაგეგმა. ორშაბათს, 32 ქვეყნის 239 მეცნიერმა სააგენტოს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა გადახედოს თავის სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ავადმყოფობა. მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ჰაერში არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურულ სივრცეში ვირუსის ნაწილაკები ჰაერში ლივლივებს და შესუნთქვისას ადამიანების ინფიცირებას ახდენს. “ჯანმო”-მ ადრე განაცხადა, რომ ვირუსი ინფიცირებული პირის მიერ დახველების ან ცხვირის დაცემინების დროს, სუნთქვით წარმოშობილი უფრო დიდი ზომის წვეთებით ვრცელდება, მაგრამ თავისი ზომის გამო ჰაერში ვერ ჩერდება და სწრაფად ძირს ეცემა.#ახალი_ამბები#ჯანმრთელობა#ყველაფერი_კორონავირუსზე
ცოტნე მალანია
Chkhorotsku · 3 months ago
დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს
ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. „ჯანმოს უკეთ უნდა განეხორციელებინა სამუშაო. ძალიან იყვნენ ჩინეთზე ორიენტირებული. ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადადება არ ხდება, რომ არ არის საჭირო საზღვრების ჩაკეტვა. მიუხედავად ამ განცხადებებისა, საზღვრები ჩავკეტე და ეს გადაწყვეტილება ჯანმოს წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ. ასობით მილიონს ვხარჯავთ ჯანმოზე და უკეთ უნდა იმუშაონ. ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან. მეტს ვიხდით, თუმცა ყველაფერი კეთდება, როგორც ჩინეთს სურს. ეს სამართლიანი არ არის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“. მისივე თქმით, ამ თემის პოლიტიზება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის აშშ და ჩინეთი, ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ კორონავირუსთან ბრძოლაში. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ. ყველა სიახლე Times 09 აპრილი 2020, 11:21COVID19 Times: ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს, - ამ სათაურით სტატიას The Times-ი აქვეყნებს. მთავრობის მიერ შეკვეთილი ანტისხეულების ტესტებიდან არც ერთია გამოყენებისთვის ვარგისი - აღიარა ტესტირების მიმართულების ახალმა უფროსმა. ნინო ნიჟარაძე 09 აპრილი 2020, 11:17COVID19 ნინო ნიჟარაძე: ქობულეთში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა ქობულეთში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აჭარაში სულ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი 116 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.
ამერიკის ხმა
Tbilisi · 5 days ago
პოლიციის რეფორმა - ნიუ-იორკში კრიმინალი რეკორდულ მაჩვენებელზეა 
ნიუ-იორკში კრიმინალური მაჩვენებლები გაიზარდა. სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულებზე პროცენტული ზრდა 100-დან 200%-მდე მერყეობს. განსაკუთრებით გაიზარდა მკვლელობები და ყაჩაღობა. პარალელურად კი ნიუ-იორკის მერი პოლიციის რეფორმირებას განაგრძობს და ქალაქის პოლიციას ბიუჯეტს 1 მილიარდით უმცირებს. გადაწყვეტილება ახალი ბიუჯეტის შესახებ ქალაქმა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტი თუ აქამდე 6 მილიარდი დოლარი იყო, ახალი მოცემულობით, ბიუჯეტი მილიარდი დოლარით შემცირდა. ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მომზადებულ ცვლილებებს მხარი 32-მა კანონმდებელმა დაუჭირა 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ნიუ-იორკის პოლიცია დროებით აღარ აიყვანს ახალ თანამშრომლებს. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ისინი ითხოვენ, რომ მერიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და მოითხოვენ გაგრძელდეს დამატებით რეფორმებზე მუშაობა და ქალაქის პოლიციის ბიუჯეტი კიდევ შემცირდეს. ცვლილებების მიხედვით, მცირდება სამართალდამცავთა რაოდენობა; იზრდება პოლიციელების კონტროლი; პოლიციელები, რომლებიც კარიერის განმავლობაში იყვნენ შემჩნეული სხვადასხვა ტიპის გადაცდომებში, ვალდებულები არიან, გაიარონ დამატებითი გადამზადების კურსები; იცვლება დაკავების წესიც. ასევე პოლიცია ვალდებულია გამოძახებაზე მისვლის დროს, წარადგინოს სამკერდე ნიშანი, ცვილებებით მცირდება ე.წ. სკოლის პოლიციელთა რაოდენობა. პოლიციის რეფორმირება ნიუ-იორკში გამოძახილია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციის რეფორმას ითხოვდნენ. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში 64 ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული. შეტაკებებსა და ქუჩურ გარჩევებში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კი გარდაიცვალა 10 ადამიანი. ტელეარხმა "ფოქს-ნიუს" (FoxNews) გაავრცელა ნიუ-იორკის ერთ-ერთი საგრაფოს, საფოლკის შერიფის, ეროლ ტულონის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ პოლიცია ქალაქზე "კონტროლს კარგავს". მეტიც, შერიფი "ფოქს-ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ვითარება ასეთი მძიმე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა. "როცა შენ უყურებ ვანდალიზმის ფაქტებს, როცა შენ ხედავ ათობით დაშავებულს ჩხუბის დროს, როცა ხედავ, როგორ ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ესხმიან თავს პოლიციას, როგორ წვავენ პოლიციის მანქანებს მოქალაქეები, ამ დროს აცნობიერებ, რომ შენ დგახარ გზაზე, სადაც ხვდები, რომ პოლიცია კონტროლს კარგავს ქალაქზე,"- ამბობს ტულონი. ის რასაც შერიფი ტელეარხ "ფოქს ნიუსთან" საუბრის დროს აღნიშნავს, მხოლოდ მისი პოზიცია არ არის. ბოლო დღეების განმავლობაში ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ქალაქში გაზრდილი კრიმინალის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა. "ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს იმის, რომ კრიმინალური მაჩვენებლები გაიზრდა. შეიძლება ეს იყოს პანდემია, მიმდინარე საპროტესტო აქციები, მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიციის მიმართ და რეფორმები. დიახ, შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდეს თავისი გავლენა გაზრდილ კრიმინალთან. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალაქზე კონტროლი დავიბრუნოთ და გავხადოთ ნიუ-იორკი უსაფრთხო"- ამბობს ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელი ტერენს მონაჰანი ჟურნალისტებთან საუბრისას. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას, ქალაქ ნიუ-იორკში 21 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. დაჭრეს 49 ადამიანი და 8 მოკვდა. ნიუ-იორკში მიმდინარე პროცესებს პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა. ის ნიუ-იორკის დემოკრატი მერის, ბილ დე ბლაზიოს საქმიანობას ცუდად აფასებს და ფიქრობს, რომ ბლაზიოს გადადგმული ნაბიჯებით ქალაქი დაზარალდება. "ქ. ნიუ-იორკმა 1 მილიარდი ამერიკული დოლარით შეამცირა პოლიციის ბიუჯეტი. პარალელურად კი დიდი რაოდენობით თანხას გამოჰყოფს იმისათვის, რომ მეხუთე ავენიუზე დიდი ასოებით დაწეროს "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ეს არის ანტაგონიზმი. დემოკრატებს სურთ პოლიციის დემორალიზება და დაფინანსების შემცირება. ეს კი მაშინ, როცა კარგად ხედავთ, როგორ იზრდება კრიმინალი! ეს არის სიგიჟე!"- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი ქალაქ ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებებს, პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით. მიუხედავად პრეზიდენტის ამ განცხადებისა, ნიუ-იორკის მერმა მეხუთე ავენიუზე სამუშაოები საზეიმო ვითარებაში გახსნა და მიურალის "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" შექმნაში თავად ჩაერთო. აღასანიშნავია ისიც, რომ წარწერა მეხუთე ავენიუზე ტრამპ-თაუერის წინ გაკეთდა, იქ სადაც პრეზიდენტი ტრამპი ოჯახთან ერთად პრეზიდენტობამდე ცხოვრობდა. ნიუ-იორკში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მურალი "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია დაახლოებით 10 ადგილას გაკეთდა, უმრავლესობა მანჰეტენზე, რამდენიმე კი - ბრუკლინში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს ლეტიცია ჯეიმსს სურს, რომ ქალაქის მერს პოლიციაზე ზემოქმედების საშუალება შეეზღუდოს. საუბარია ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის შერჩევასა და დანიშვნაზე. ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის რეკომენდაციაა, შეიზღუდოს მერის ძალაუფლება ამ მიმართულებით.#ახალი_ამბები#აშშ#მთავარი_
Primetime
Tbilisi · 3 months ago
Emerging Europe – მსოფლიო მთავრობები ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელე
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Emerging Europe - მსოფლიო მთავრობები იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა საქართველომ ვირუსის გავრცელება ასე კარგად - Primetime
Vako Nt
Tbilisi · 4 days ago
ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა
დაბრკოლებები ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები, ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად. ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე ,,კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს) უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე. მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან. რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას? მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს... ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს. კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს ,,დაკერვა’’ სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ. კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში. შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა? ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს. გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო? კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება. მოკლედ! არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა? ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის? ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ, ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი! იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის ფეხებზე დასაკიდებლად. მიზეზები კი, შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა, უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში. ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით, თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან. კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ... ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: ,,ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს, რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის: თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა. შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი? მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე პიროვნული განვითარების 30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას. მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია: გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში... არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში? ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)#წიგნები#feedcgrant