კანადაში ახალგაზრდა ქალი დათვის თავდასხმის გამო გარდაიცვალა

0
კანადაში ახალგაზრდა ქალს დათვი დაესხა თავს. უბედური შემთხვევისას ქალი მამას ესაუბრებოდა ტელეფონზე. მამა იხსენებს, რომ იგი სწორედ იმ მომენტში ელაპარაკებოდა შვილს, როდესაც მას დათვი თავს დაესხა, შემდეგ კი მათი საუბარი შეწყდა. მამა კვლავ ცდილობდა შვილთან დაკავშირებას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალთან დასახმარებლად მისი მეუღლე მივიდა. იგი შემთხვევის დროს მასთან ახლოს იმყოფებოდა. მან წიწაკის აეროზოლი გამოიყენა დათვის მოსაგერიებლად, თუმცა ამაზე ცხოველი კიდევ უფრო განრისხდა. ამის შემდეგ მამაკაცმა დათვს ორჯერ ესროლა, თუმცა ქალის გადარჩენა უკვე ძალიან გვიანი იყო, მან სერიოზული დაზიანებები მიიღო და ადგილზე პულსი აღარ ესინჯებოდა. იგი ახლომდებარე საავდამყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა. როგორც მედია იუწყება, ამ ადგილას 40 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვვეით არავინ გარდაცვლილა. წყარო:New York Daily News #headline
0