სამხრეთ კორეა კორონავირუსის პანდემიის ხელახალი აფეთქების ზღვარზე იმყოფება

0
სამხრეთ კორეა კორონავირუსის ხელახალი აფეთქების ზღვარზე იმყოფება. ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვირას სამხრეთ კორეამ კოვიდ-19-ის 397 ახალი შემთხვევა დაადასტურა, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია 7 მარტის შემდეგ. ქვეყნის მასშტაბით 17 ქალაქსა და პროვინციებში შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. კორეის დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის ხელახალი აფეთქების ზღვარზე იმყოფება. სამხრეთ კორეა კორონავირუსთან ბრძოლის მოდელად ითვლებოდა, რადგანაც თვეების განმავლობაში ახერხებდა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად ერთნიშნა ციფრებით გაზრდილიყო. ამას კი ქვეყანამ ინტენსიური ტესტირებისა და კვლევების მეშვეობით მიაღწია. მიუხედავად ყველაფრისა, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვით იზრდება. შესაძლოა, რომ აქ შედარებით მკაცრი სოციალური დისტანციის ნორმები დაწესდეს, რაც 10 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვას, სკოლების დახურვას და მოსახლეობის სახლიდან მუშაობას გულისხმობს.
0