ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის! – იტალიელი ასკეტის რჩევები მათ, ვინც სახლშია

0
https://primetime.ge/nu-shegeshindebat-sakutar-tavtan-marto-darchenis-italieli-asketis-rchevebi-mat-vints-sakhlshia/ ხანდაზმული იტალიელი ასკეტი, მაურო მორანდი, რომელიც 30 წელზე მეტია, სარდინიში კუნძულ ბუდელიზე მარტო ცხოვრობს, რამდენიმე რჩევას იძლევა მათთვის, ვინც ახლა იძულებულია სახლში დარჩეს. მისი მთავარი რჩევაა, ადამიანებს არ შეეშინდეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის. მის ისტორიას CNN-ი გადასცემს. მორანდი ამბობს, რომ რამდენიმე კვირით საზოგადოებისგან იზოლირებულად ყოფნა, შესაძლებლობას იძლევა „გავივარჯიშოთ სულის ძიებაში“. ამ დროის განმავლობაში შეიძლება დავფიქრდეთ საკუთარ თავზე, განვლილ ცხოვრებაზე და წავიკითხოთ ბევრი სასარგებლო რამ. ყოველ ზამთარს კარჩაკეტილობაში ვატარებ. რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ გამოვდივარ კუნძულზე. ამის ნაცვლად დროს ტენტის ქვეშ ზღურბლზე ყოფნაში ვკლავ. რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები ორი კვირით სახლში დარჩენას? ეს ხომ სასაცილოა. მორანდი კუნძულზე მაშინ მოხვდა, როცა რეინჯერად დაიწყო მუშაობა, მაგრამ 2006 წელს, ფირმა, რომელმაც ის დაიქირავა, ფინანსური პრობლემების გამო, დაიხურა. მან კი ისე შეიყვარა ბუდელი, რომ იქ დარჩენა გადაწყვიტა. გარესამყაროს ასკეტი ტელეფონით უკავშირდება. თუმცა ის სოციალურ ქსელშივ აქტიურია. ადრე ის ბევრს მოგზაურობდა: გავიაზრე, რომ ყველაზე მშვენიერი, სახიფათო, ავანტურული და სასიამოვნო მოგზაურობა – ეს არის მოგზაურობა საკუთარ თავში, მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ამ დროს სასტუმროში ხართ, თუ აქ, ტენტის ქვეშ, ბუდელიში. აი რატომ არის ბევრისთვის ასე რთული სახლში ყოფნა და არაფრის კეთება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, იტალიელს არ აშინებს. მხოლოდ ოჯახის წევრების და ნათესავების ჯანმრთელობაზე დარდობს, რომლებიც მოდანში ცხოვრობენ. მორანდი ასკვნის, რომ ადამიანები კონფორტს და ცხოვრების სწრაფ რიტმს შეეჩვივნენ. ახლა კი ეშინიათ გაჩერების.
0