სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

0
დღეს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან - გიორგი კოპაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში სამედიცინო დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა კლინიკა „იმედი“ და „ევექსი“ დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბრნენ. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების თქმით სიტუაციის გართულების შემთხვევაში კლინიკები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოემსახურონ პაციენტებს. შეგახსენებთ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
#coronavirus
#სამცხეჯავახეთი
#ახალციხე
Borjomi
0