კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება – ნიუ-იორკის გუბერნატორი

0
პიკი უფრო მაღალია, ვიდრე გვეგონა, – ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ განაცხადა. მისვე თქმით, ახალი კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივითაა, რომელიც ძალიან მალე ვრცელდება. „ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება და გვჭირდება ახლავე. ნიუ-იორკი არის აირწინაღი ქვანახშირის მაღაროში, ის რაც ახლა ჩვენთან ხდება, მოხდება კალიფორნიასა და ილინოისშიც. ნიუ-იორკს 7 000 სასუნქი აპარატი აქვს, თუმცა 30 000 სჭირდება. ადამიანის სიცოცხლეს დოლარებში ვერ შევაფასებ. მე, ისევე როგორც თქვენ, გადასაგდები დედა არ მყავს, “- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა. ბოლო ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 210-მდე გაიზარდა.
#coronavirus
#covid19
#newyork
#news
#primetime
0