გურამ შეროზიას მკთხველის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, ამიტომ, ყოველგვარი შესავლის გარეშე, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
_ როგორც ვიცით, ფოთში დაიბადეთ, გაიზარდეთ და სკოლაც იქ დაამთავრეთ. მოგვიყევით ამ პერიოდზე, ბავშვობასა და თქვენს ფოთზე.
_ ბევრი არაფერი არ გვქონდა, მაგრამ ეს არასდროს არ მიგვრძნია. იმისდა მიუხედავად, რომ ქალაქი ძალიან პატარაა და არაფერი არ ხდებოდა, გასართობს მაინც ვნახულობდით. მაგალითად, ურეკში ვაწყობდით პიკნიკს, კონცერტებს ვმართავდით ეზოში, ტურებს ვაწყობდით სხვადასხვა ქალაქში. აქტიურობასთან, შრომასთან და ბევრ, ბევრ მიღწევების დასაწყისთან ასოცირდება ფოთი.
_ გზა ფოთიდან-თბილისისკენ…
_ არცისე მარტივი, მაგრამ ამასთან ბევრი ემოციითა და სიახლით დატვირთული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი. ის შეცდომები, რომლებიც დავუშვი, აღარ გავიმეორე და აქედან გამომდინარე, გარემოს შეცვლა იყო ძალიან დიდი და კარგი ნახტომი ჩემს ცხოვრებაში.
_ ეკონომისტობიდან – ბლოგერობამდე
_ გავხდი ბლოგერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პროფესია დავივიწყე. ვარ მოქმედი ლექტორი, ვმუშაობ ჩემი პროფესიით (მარკეტინგის მენეჯერი), ჩემი ტურისტული მაქვს და კიდევ რამდენიმე საიჯარო ფარი. ბლოგერობა არის და იყო ჩემი ჰობი. უბრალოდ, ბოლო 2 წელია ჰობისგან განსხვავდება იმით, რომ საკმაოდ კარგი კომერციული დაინტერესება გაუჩნდა. სხვა მხრივ, არც არასდროს შემიცვლია ჩემი პროფილი და ბლოგი ყოველთვის იყო დამხარე, დამატებითი გასართობი საშუალება.
_ რამდენად ხშირად სტუმრობთ მშობლიურ ქალაქს და როგორია ამ დროს თქვენი ემოციები?
_ ემოციები თითქმის აღარ მაქვს, რადგან ძირითადად ჩემი საყვარელი ადამიანების, ნათესავების სანახავად ჩავდივარ და იშვიათად გავლით წელიწადში სადღაც 1-2-ჯერ.
_ ხშირად გაკრიტიკებენ. როგორ რეაგირებთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები?
_ გამოთქმაა ასეთი – თუ მტერი და “ჰეითერები” არ გყავს ე.ი არასწორდ ცხოვრობ. როცა ხარ რეალიზებული, წარმტებული, თავისუფალი, ნაკლები კომპლექსებით და ა.შ ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შურის ან რამე სხვა მიზეზის გამო იქნება აგრესიული შენს მიმართ.
_ ამბობენ, ფოთელები თავს მეგრელებად არ თლიანო, რას ფიქრობთ ამაზე?
_ ალბათ, გააჩნია ფოთელს. მე პირადად მეგრული თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ვისწავლე, რადგან ფოთში არავინ არ საუბრობდა მეგრულად.
_ ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, მეგრელები აფერისტები არიანო, ამაზე რას ფიქრობთ?
_ მილიონი სტერეოტიპი და უაზრობა გამიგონია. ვინმეს თუ რამდენიმე აფერისტი შეხვედრია, არ ნიშნავს, იმას, რომ ეს უნდა განაზოგად. მგონია, რომ არ ვართ აფერისტები, უბრალოდ დიპლომატები და ძალიან თავაზიანი ხალხი ვართ.
_ საყვარელი მეგრული კერძი და თქვენ თუ იცით რომელიმეს მომზადება.
_ ძალიან ბევრი რამის მომზადება ვიცი. ვგიჟდები ელარჯზე, გებჟალიაზე, მეგრულ ხაჭაპურზე და ზოგადად მეგრულ სამზარეულოზე.
_ ფოთელი კოღოები და გურამ შეროზია…
_ ჯანდაბა! მოვწონვართ და მკბენენ. თან მრგძნობიარე კანი მაქვს და გაბერილი დავდივარ ხოლმე. შესაბამისად, მე და კოღოები ძალიან, ძალიან არ ვმეგობრობთ.
_ ბოლოს, რამე გვითხარით მეგრულად.
_ გისურვებთ წარმატებას, ჩქიმ სამარგალო. ქუგგალეთ!
#გააჟღერე
Feedc
#ხელოვნება
#მოგზაურობა