არიან თუ არა საგარეჯოში მარნეულთან კავშირის მქონე ინფიცირებულები სოფელ იორმუღანლოში

0
https://primetime.ge/arian-tu-ara-sagarejoshi-marneultan-kavshiris-mqone-infitsirebulebi-sofel-iormughanloshi/ საგარეჯოს მერის წარმომადგენელი სოფელ იორმუღანლოში, უარყოფს სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, მარნეულთან კავშირის მქონე ავადმყოფი მოქალაქეების სოფელში არსებობის შესახებ. ნათიკ რასულოვი განმარტავს, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს და მსგავსი ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ადგილობრივებთან. მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა. საერთოდ, აქაურებს მარნეულთან და ბოლნისთან კონტაქტი აქვთ, მაგრამ, შექმნილი ვითარების გამო, ნოვრუზ- ბაიარამზეც არავინ წასულა. ვინმე რომ ავად იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა – განაცხადა რასულოვმა „პრაიმტაიმთან“. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილება და საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც. ცენტრის დირექტორის, ლეილა ოთარაშვილის ინფორმაციით, იორმუღანლოს მოსახლეობა განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ჯერჯერობით, საეჭვო სიმპტომებით დაავადების ფაქტი არ გამოვლენილა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა უმრავლესობა, დაახლოებით 50 მოქალაქე, სწორედ ამ სოფლიდანაა და აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს. მარნეულის შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირები არ გამოვლენილა. ყოველდღიური კავშირი გვაქვს, ხუთი ექიმი მუშაობს, ჩართულია პოლიცია. გამორიცხულია, ვინმე ავად იყოს და ინფორმაცია არ გვქონდეს- განაცხადა ოთარაშვილმა. სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ, ერთ- ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, მარნეულის შემთხვევასთან კავშირში მყოფ პირებს, ტემპერატურა უფიქსირდებათ. ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
0