ჩინეთში ჰანტავირუსით ადამიანი დაიღუპა – ეს ახალი საშიშროებაა?

0
https://primetime.ge/chinetshi-hantavirusit-adamiani-daighupa-es-akhali-sashishroebaa/ New York Post-ის ცნობით, მგზავრს, რომელიც ჩინეთში ავტობუსში გარდაიცვალა, არა კოვიდ-19, არამედ სულ სხვა ვირუსი დაუდგინდა. პროვინცია იუნიანში უცნობი მსხვერპლი ჩარტერულ ავტობუსში დაიღუპა, რომელიც პროვინცია შანდუნში მიდიოდა. ამის შესახებ სააგენტო Global Times-მა დაწერა. „მას ჰანტავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. ავტობუსში მყოფ კიდევ 32 ადამიანს ტესტირება უკვე ჩაუტარდა“, – აცხადებენ სააგენტოში დამატებითი დეტალების გარეშე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ვირუსი ძალიან იშვითად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. „ჰანტავირუსი პირველი 1950-იან წლებში კორეის ომის დროს გაჩნდა. ის თაგვებისგან და ვირთხებისგან გადაიცემა, თუ ადამიანი ვირთხას ან თაგვს შეჭამს. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია. გთხოვ არ ჩავარდეთ პანიკაში თუ ვირთხის ჭამას არ აპირებთ“, – განაცხადა შვედმა ექიმმა სუმაია შეიხმა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ჰანტავირუსი იშვიათია, თუმცა მისი სიკვდილიანობა 38%-ს შეადგენს.
0