ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს! – საქართველოში უკვე 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

0
ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ 42 (ინფექციურში სწორედ ამდენი პაციენტია – რედ.) დადასტურებული შემთხვევიდან, უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ კლინიკა ეტაპობრივად დატოვა მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში. ამ ეტაპზე, 42 პაციენტიდან, 32 განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება. https://primetime.ge/chven-kidev-erti-gamojanmrtelebuli-patsienti-gvkavs-saqartveloshi-ukve-10-adamiani-gamojanmrtelda/
#news
#coronavirus
#covid19
#primetime
0