ევროპის ქვეყნებში, რომ კატასტროფული სიტუაციაა, იმ დონეს არ მივაღწევთ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139803 ევროპის ქვეყნებში, რომ კატასტროფული სიტუაციაა, იმ დონეს არ მივაღწევთ, იქ თუ პიკი იყო ათასები ჩვენთან პიკი იქნება ასეულები - ამის შესახებ განცხადება, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა გამოვლენის პიკი ასეულები იქნება და არა ათასეულები. "სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავრჩებით ასეთ კარგ იზოლაციაში, რომ არცერთი გარდაცვლილი არ გვყავს, გვეყოლება ალბათ ერთეული ლეტალური შემთხვევებიც. ჩემი რწმენა და შეიძლება სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, ევროპის ქვეყნებში, რომ კატასტროფული სიტუაციაა, იმ დონეს არ მივაღწევთ, ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით ამას. იქ თუ პიკი იყო ათასები ჩვენთან პიკი იქნება ასეულები, " - ამბობს ცერცვაძე.
0