ინფექციური მონონუკლეოზი ეპშტეინ-ბარის ვირუსუთ გამოწვეული ინფექციაა.ამ დაავადებამ 60-ზე მეტი სახელწოდება გამოიცვალა:ფილატოვის დაავადება, პფეიფერის დაავადება, სუბლეიკემიური ლეიკოციტოზი, კეთილთვისებიანი ლეიკემია და ა.შ.ეს დაავადება მიეკუთვნება ჰერპეს ვირუსების ოჯახს.ამ ვირუსით მსოფლიო ზრდასრული მოსახლეობის 90-95% არის ინფიცირებული.დაავადების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 15-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.იმუნიტეტ დაქვეითებულ პირებში დაავადების ხელახალი აქტივაცია ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი.გადამდებია როგორც ავადმყოფი, ისე ვირუსმატარებელი.დაავადების გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, კონტაქტური, ალიმენტური (კვებითი), ტრანსფუზიული და სქესობრივი გზით.იშვიათად ვერტიკალური გზით (დედიდან ნაყოფზე).
დაავადების საინკუბაციო (ფარული ) პერიოდი გრძელდება 4-18 დღემდე და ზოგჯერ 8კვირამდეც აღწევს.
📌სიმპტომები: ინფექციური მონონუკლეოზი იწყება მწვავედ, შემცივნებით, ოფლიანობით, კუნთების ტკივილით, მოუსვენრობით.მისთვის დამახასიათებელია ტრიადა: ცხელება 90% შემთხვევაში, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდებამ შეიძლება მოგვიანებით იჩინოს თავი.
#news #opinion #health ##forhealth
Tbilisi